ესპანეთი დღეიდან ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის

ესპანეთი დღეიდან მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან ჩასული ვაქცინირებული მოგზაურებისთვის საზღვრებს ხსნის, - ამის შესახებ ინფორმაციას ფრანს-პრესი ავრცელებს.

„ესპანეთი უსაფრთხო დანიშნულების ადგილია”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა კაროლინა დარიასმა და დასძინა, რომ ქვეყანა „ტურიზმის სექტორში გლობალური ლიდერობის დაბრუნების პროცესშია”.

რაც შეეხება არავაქცინირებულ ევროპელ მოგზაურებს, რომლებსაც ესპანეთში შესასვლელად ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი სჭირდებოდათ, დღეიდან მათ შედარებით იაფი, ანტიგენის ტესტის აღებაც შეუძლიათ.

ამასთან, ესპანეთი დღეიდან საკუთარ პორტებში საკრუიზო გემების დაშვებას იწყებს.

ტურიზმის ინდუსტრიაზე დამოკიდებულების გამო, ესპანეთის ეკონომიკა პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 10.8 პროცენტით შემცირდა.