11 ივნისს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში, 11 ივნისს, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ლაშა ხუციშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგება.