საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10359 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2014 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

(არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 10359 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 7 პროცენტით მეტია.

ამის შესახებ, წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემებიდან ექსპორტი 2628 მლნ აშშ დოლარი იყო (0.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7731 მლნ აშშ დოლარი (9 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-ნოემბერში 5103 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24 დეკემბერს გამოქვეყნდება.