ჰონგ-კონგელები ელექტრონულ კუპონებს მიიღებენ

ჰონგ-კონგის ხელისუფლება ივლისიდან თითოეულ მოქალაქეს 5 ათასი ჰონგ-კონგური დოლარის (აშშ 645 აშშ დოლარის) ელექტრონულ კუპონს გადასცემს. მიზანი ელექტრონული კუპონის მოხმარების სტიმულირებაა. ამის შესახებ ფინანსთა მინსიტრ პოლ-ჩანმა დღეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„გეგმა ბოლო ეტაპზეა. ამჟამად ვატარებთ ტესტირებას საგადასახადო სისტემის 4 ოპერატორთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ რეგისტრაციის პროცესი და კუპონების გავრცელება მშვიდად მოხდება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პროგრამის დეტალები ივნისის მეორე ნახევარში გახმიანდება, რეგისტრაცია კი ივლისიდან დაიწყება. ამ მიზნით გადახდის ელექტრონული სისტემები - AlipayHK, Octopus, Tap & Go და WeChat Pay HK ამოქმედდება.

კუპონის მიღებას ჰონგ-კონგის 18 წელზე მეტი ასაკის ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს.

სტიმულირების პაკეტის ამუშავებაზე ბრძანება თებერვალში გამოიცა და ეკონომიკური ვარდნის პირობებში შიდა მოხმარების ხელშეწყობისთვის არის მოტივირებული. პროგრამა ბიუჯეტს 36 მილიარდი ჰონგ-კონგური დოლარი (4,64 მლრდ აშშ დოლარი) დაუჯდება.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ ადმინისტრაციული ოლქის ხელისუფლება მოსახლეობას ეხმარება. გასულ წელს პანდემიის პირობებში დახმარების სახით ადგილობრივ მოქალაქეებზე 10 ათასი ჰონგ-კონგური დოლარი (1,3 ათასი აშშ დოლარი) გაიცა.

კოკა კვირკველია