ევროკავშირის საბჭომ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციების გაფართოებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით სანქციების გაფართოებას.

"საბჭომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის წინადადებას ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ დამატებითი სანქციების შემოღებაზე", - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინული მედიის ცნობით, სავარაუდოდ, ეკონომიკური სანქციების გაძლიერებული პაკეტი ინვესტიციების, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში აკრძალვებს შეეხება.