როგორი იქნება თბილისის დენდროლოგიური პარკი (+ფოტო)

თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობის სამუშაოები წლის ბოლოსთვის დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს თბილისის ეკოლოგიური პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ამ სივრცის კეთილმოწყობა და მოწესრიგება ჩემი საარჩევნო დაპირება იყო. დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 160 ჰექტარზეა გადაჭიმული. დაგეგმილი გვაქვს მისი განახლება-კეთილმოწყობა. პროექტი უკვე მზად გვაქვს და სამუშაოების დაწყება წლის ბოლოსთვის უკვე შესაძლებელი იქნება. აღნიშნული პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, 2 წელი დაჭირდება, რადგან საკმაოდ მასშტაბურია. იქვე ახლო გადავა ზოოპარკი ქალაქის ცენტრიდან, რადგან იქ ამის სივრცე და შესაძლებლობა არსებობს. ასევე, გვაქვს იდეა, რომ დენდროლოგიურ პარკში მოვაწყოთ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სივრცე - გავაკეთოთ პატარა კუბები, სადაც ახალგაზრდებს - მხატვრებს, არტისტებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის დენდროლოგიური პარკის მოწყობაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს. პროექტის შექმნაზე ტენდერი კი დედაქალაქის მერიამ გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 12 აგვისტოს დასრულდა, საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება კი 830 508 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 2-მა კომპანიამ მიიღო - შპს არტსტუდიო-პროექტი და შპს კარკასი. საბოლოო ჯამში სატენდერო კომისიამ თბილისის დენდროლოგიური პარკის პროექტის შექმნა „არტსტუდიო-პროექტს“ მიანდო. ყველა გადასახადის ჩათვლით, მერიას დენდროლოგიური პარკის პროექტირება 932 200 ლარი დაუჯდა.

dendrologiuriparki-1623147651.jpgdend4-1623148842.jpgdendrologiuriparki9-1623147638.jpgdendrologiuriparki8-1623147631.jpgdend2-1623148260.jpgdendrologiuriparki7-1623147623.jpgdend-1623148209.jpgdendrologiuriparki6-1623147615.jpgdendrologiuriparki5-1623147607.jpgdend5-1623148902.jpg

dendrologiuriparki4-1623147599.jpgdendrologiuriparki3-1623147590.jpgdendrologiuriparki2-1623147582.jpg