ოზურგეთში "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს

ოზურგეთში, ლესელიძის ქუჩაზე "საქართველოს ბანკის" სწრაფი გადახდის აპარატი გატეხეს.

როგორც ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის გამყიდველმა ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, ეს ამბავი მისთვის დილით გახდა ცნობილი. "საღამოს არაფერი შემიმჩნევია. დილით, აპარატთან მივიდა ერთ-ერთი მომხმარებელი და მან შენიშნა, რომ აპარატი გატეხილი იყო, მეტი არაფერი ვიცი. ახლა სამართალდამცავები არკვევენ, თუ რა მოხდა. როგორც ვიცი, აპარატთან ვიდეო თვალი იყო დაყენებული", - განაცხადა მაღაზიის გამყიდველმა ცისანა კონტრიძემ.