გლობალური შეფერხების შემდეგ ვებგვერდებმა მუშაობა განაახლეს

მთავრობის, სოციალური მედიის, კომპანიების, მედიისა და პოპულარული ინტერნეტ ფორუმების ვებგვერდებმა, რომლებიც დღეს გარკვეული დროის განმავლობაში გაითიშნენ, მუშაობა განაახლეს.

იმ ვებგვერდებს შორის, რომლებიც შეფერხებით მუშაობდნენ, არიან: Amazon, CNN, Paypal, Spotify, Reddit, Guardian, New York Times და Financial Times, ასევე გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდი - gov.uk.

გავრცელებული ინფორმაციით, პრობლება პროვაიდერ კომპანია Fastly-სთან იყო დაკავშირებული.