მთავრობის, სოციალური მედიის, კომპანიების, მედიისა და პოპულარული ინტერნეტ ფორუმების ვებგვერდებმა, რომლებიც დღეს გარკვეული დროის განმავლობაში გაითიშნენ, მუშაობა განაახლეს.
იმ ვებგვერდებს შორის, რომლებიც შეფერხებით მუშაობდნენ, არიან: Amazon, CNN, Paypal, Spotify, Reddit, Guardian, New York Times და Financial Times, ასევე გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდი - gov.uk.
გავრცელებული ინფორმაციით, პრობლება პროვაიდერ კომპანია Fastly-სთან იყო დაკავშირებული.