1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1471 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1471 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1471 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1569 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0098 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8316 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8372 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.