2021 წელს გლობალური ეკონომიკა 5,6%-ით გაიზრდება, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო 80 წლის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ მონაცემებს მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
„მოსალოდნელია, რომ 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება 5,6%-ით და ეს იქნება რეცესიის შემდეგ ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, რაც კი დაფიქსირებულა ბოლო 80 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, აღდგენის პროცესი არათანაბარი იქნება და ამავდროულად არსებობს ერთგვარი გაურკვევლობა მის სიმყარესთან და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით“, - წერია დოკუმენტში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში გაგრძელდება პანდემიის ნეგატიური გავლენა.
მათივე პროგნოზით, 2021 წელს აშშ-ის ეკონომიკა - 6,8%-ით, ევროზონის - 4,2%-ით, იაპონიის - 2,9%-ით და ჩინეთის - 8,5%-ით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკა 2022 წელს 4,3%-ით გაიზრდება.
რაც შეეხება ინფლაციას, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ის წლის ბოლომდე განაგრძობს ზრდას.