ევროპაში გაზის ფასი 2018 წლის მაქსიმუმამდე გაძვირდა

ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია მოსალოდნელზე ცხელი ამინდებისა და ნორვეგიიდან მიწოდების შემცირებაზე.

ბოლო 24 საათში ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ბუნებრივ აირზე ფასი 6%-ით გაიზარდა და 357 დოლარი შეადგინა 1000 კუბურ მეტრზე. აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურია 2018 წლის მარტის შემდეგ. მაშინ ევროპაში მძვინვარებდა ცივი ფრონტი the Beast from the East, რის გამოც ბუნებრივ აირზე ფასმა 969 დოლარს მიაღწია TTF ბირჟაზე, ხოლო ლონდონის NBP-ის ბირჟაზე საერთოდაც 1227 დოლარამდე გაძვირდა.

წლის დასაწყისიდან კონტრაქტის საშუალო ფასმა „ერთი დღით ადრე“ TTF-ზე უკვე შეადგინა 257 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე.

კოკა კვირკველია