რძის წარმოება შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში რძის წარმოება მეორე კვარტალთან შედარებით 16%-ით შემცირდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი თითქმის 3%-ით გაიზარდა.

ამის შესახებ ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ”საქმიან დილაში” ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, ფერმერთა ასოციაციის უფროსი ნინო ზამბახიძე მესამე კვარტალში რძის წარმოების შემცირებას ბრუცელოზის შემთხვევებით ხსნის. რაც შეეხება გასულ წელს, ზამბახიძე რძის მომატებულ წარმოებას საქონლის გაზრდილ რაოდენობას უკავშირებს.