რიგის პარკის რეაბილიტაცია ხორციელდება

ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში, რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძე აღნიშნავს, ტერიტორიას ასევე დაემატება გამწვანებული თარგები, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა.

„ვარკეთილის პირველ მიკრო-რაიონში, რიგის პარკის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დაახლოებით, 40 ათასი კვადრატულ მეტრის სივრცის კეთილმოწყობა ხდება. ამ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების პროექტის განხორციელება, საფეხმავლო ბილიკების განახლება, ვიდეომეთვალყურეობის და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიას ასევე დაემატება გამწვანებული თარგები, გაიზრდება მწვანე საფარის მოცულობა, რასაც ყველა პროექტში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდება ფანჩატურები, სავარჯიშო ადგილები, ასევე ბავშვებისთვის იქნება სპეციალური ზონები, სადაც ატრაქციონები მოეწყობა. მედიათეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყობა შადრევანი. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 4,5 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნავს კახა კალაძე.

მან კიდევ ერთ პროექტზე ისაუბრა, კერძოდ, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაწყებულია მარშალ გელოვანის სახელობის პარკის რეაბილიტაცია, რომლის ფართობიც 5 ათასამდე კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„იცვლება საფეხმავლო სავალი, მოეწყობა პანდუსები. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საბაღე ფურნიტურა, დამატებით გამწვანებული თარგები. რეაბილიტირდება არსებული შადრევანი. ამ პროექტის ფარლგებში იზრდება მწვანე სივრცეების რაოდენობა. იგეგმება საბავშვო მოედნის განახლება, სასმელი წყლის და განათების სისტემების მონტაჟი. სკვერში მოეწყობა სარწყავი სისტემა“, - აღნიშნავს კალაძე.