ევროპის საკონდიტრო მრეწველობა ნუშის მოხმარებაზე გადადის - ქვეყნები, სადაც საქართველოდან პროდუქტი გადის

ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოდან ნუშის ექსპორტი მხოლოდ 2019 და მიმდინარე წელს განხორციელდა.

კერძოდ, 2021 წლის 4 თვეში ექსპორტზე 749.3 ათასი აშშ დოლარის (241.54 ტონა) ნუში გავიდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში 194.39 ათასი აშშ დოლარის (64.86 ტონა).

აღსანიშნავია, რომ East fruit-ის ინფორმაციით, ევროპის საკონდიტრო მრეწველობა ნუშის მოხმარებაზე გადადის. ამის მიზეზია ის, რომ იზრდება მისი მიწოდება და თხილთან შედარებით იაფია.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ქვეყნების ჩამონათვალით, სადაც საქართველოდან ნუშის ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან პროდუქტი მხოლოდ ყირგიზეთში გავიდა (749.3 ათასი აშშ დოლარის- 241.54 ტონა). ხოლო 2019 წელს: უკრაინაში - 113.56 ათასი აშშ დოლარი (19.96 ტონა); სომხეთში - 40.91 ათასი აშ დოლარი (4.99 ტონა) და ყაზახეთში - 39.92 ათასი აშშ დოლარი (39.92 ტონა).

ნინი ქეთელაური