ყავის გლობალური ფასის დინამიკა მზარდია

ყავის საერთაშორისო ორგანიზაციის (Intarnational Coffe Organization-ICO) მონაცემებით, ბრაზილიური ყავის სახეობა არაბიკას გლობალური ფასი კილოგრამზე 1,53 დოლარია. არაბიკაზე მსოფლიო ბაზრის 60% მოდის. თვის დასაწყისიდან არაბიკას ფასი 1,49-დან 1,53 დოლარის დიაპაზონში იცვლება. მაისში არაბიკაზე ყველაზე მაღალი ფასი კილოგრამზე 1,57 დოლარი, საშუალო - 1,40 დოლარი, ხოლო ყველაზე დაბალი ფასი - 1,29 დოლარი იყო, რაც მაისის დასაწყისში დამფიქსირდა.

რაც შეეხება, აფრიკულ-აზიური რობუსტას ჯიშის ყავას, რომელიც გლობალური ბაზრის 40%-ს შეადგენს, მისი ფასი ივნისიდან კილოგრამზე 0,84-დან 0,86 დოლარის დიაპაზონში იცვლება. მაისის დასაწყისში რობუსტა 0,77 დოლარი ღირდა. მასზე ყველაზე დაბალი ფასი 17 მაისს, 0,76 დოლარი დაფიქსირდა, 28 მაისს კი მისი ფასი 0,84 დოლარამდე ავიდა. რობუსტაზე ყველაზე მაღალი ფასი 7 ივნისს, 0,86 დოლარი დაფიქსირდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ