საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 996 პირი ემსხვერპლა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 33 253 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 705 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 128 პირი.

9 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.12 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.75%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.59%.