გასტრონომია, როგორც ტურიზმის გადარჩენის გზა - „პოსტ-პანდემიურ სიტუაციაში ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა“

„პოსტ პანდემიურ სიტუციაში ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა გასტრონომიულ ტურიზმზე“,- ამის შესახებ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განცხადა.

მისი თქმით, ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს სოფლის მეურნეობა, ამასთან, რეგიონებში, ოჯახებში სტუმრობა და კერძების ადგილზე დაგემოვნება იწვევს.

„პოსტ-პანდემიურ სიტუაციაში ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა გასტრონომიულ ტურიზმზე. განსაკუთრებით დიდია ინტერესი რეგიონებზე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ჩვენ გვაქვს გასვლები ქალაქგარეთ.

თავისთავად გამოვიდა ასე, რომ პოსტ-პანდემიურ ვითარებაში გასტროტურიზმით მოხდა თავის გადარჩენა. ითხოვენ რეგიონებში, ოჯახებში ჩასვლას და იქ კერძების დაგემოვნებას. სოფლის და გასტრონომიული ტურიზმი ერთმანეთს შეეწყო. ალბათ, ამის მიზეზია ის, რომ ჩვენთან ეს ძალიან კარგად შემოინახა და ავთენტურობა არ დაგვიკარგავს, განსხვავებით ინდუსტრიული ქვეყნებისგან. ჩვენთან შენარჩუნებულია და ეს შეგვიძლია, ძალიან კარგად გამოვიყენოთ. შესაბამისად, საკუთარი ძალებით მაქსიმალურად ვცდილობთ გასტროტურიზმი განვითარდეს და ამის პოპულარიზაცია მოხდეს“ ,- ამბობს ქეთი კვიჭიძე.

ნინი ქეთელაური