კომპანიები, რომელთაც პანდემიისას ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვთ - 10-დან 6 სათამაშო ბიზნესია

2021 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.3 პროცენტით გაიზარდა და 28.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის I კვარტალში მთლიანი ბრუნვის 65.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 16.3 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 18.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 კომპანიას ყველაზე მაღალი ბრუნვით:

  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი (საცალო ვაჭრობა ახალი და ნახმარი ავტომობილებით)
  • შპს ფულ ჰაუსი (აზარტული თამაშების საქმიანობები)
  • შპს ბეთლაივი (აზარტული თამაშების საქმიანობები)
  • შპს ავიატორ (აზარტული თამაშების საქმიანობები)
  • შპს სოკარ ჯორჯია გაზი (საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით)
  • შპს ლიდერ-ბეთ სლოტი (აზარტული თამაშების საქმიანობები)
  • შპს მარსი (აზარტული თამაშების საქმიანობები)
  • სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით)
  • სს ენერგო - პრო ჯორჯია (ელექტროენერგიის განაწილება)
  • შპს ჩემპიონები 111 (აზარტული თამაშების საქმიანობები)

(შენიშვნა: სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)