როგორ გამოიყურება ექსკლუზიური არქიტექტურით აშენებული სახლი დიღომში, რომელიც 210 000 დოლარად იყიდება (+ფოტო)

ექსკლუზიური არქიტექტურა და სრულად მოპირკეთებული ეზო - ეს სახლია დიღომში, რომელიც 210 000 დოლარად იყიდება.

როგორც SS.Ge-ზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სახლი დიღომი 1-ის დასახლებაში, საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. მიწის ნაკვეთის ფართობი 450 მ2, ხოლო სახლის 245 მ2. განცხადების მიხედვით, მოწყობილია პარკინგი 2 მანქანაზე (40 მ2) დისტანციური მართვის 6 მეტრიანი კარით, რაც საშუალებას იძლევა ორივე მანქანა ერთდროულად განთავსდეს.

ამასთან, სახლის წინ მდებარეობს ახალი კეთილმოწყობილი სკვერი (7000 მ2 ფართობზე). სახლამდე მისასვლელი გზა მოასფალტებულია, მოძრაობს ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სახლი აგებულია კონსტრუქციული ნახაზის სრული შესაბამისობით ლენტური ტიპის საძირკველზე, ჯეოსტილის არმატურით და ლაფარჯის ბეტონით. კარფანჯარა დამზადებულია იზოთერმული ალუმინის პროფილით (შავი შავში). განცხადების მიხედვით, სახლი ვიზუალურად სრულად კეთილმოწყობილია, ეზო და კიბეები მოპირკეთებულია ბაზალტის ქვით, დაგებულია მრავალწლიანი რულონური გაზონი, დამონტაჟებულია გაზონის ავტომატური სარწყავი სისტემა. ყველა კომუნიკაცია შეყვანილი და აბონირებულია.

home2-1623393761.jpg

home3-1623393787.jpg

home4-1623393810.jpg

home5-1623393832.jpg

home6-1623393856.jpg

saxli3-1623399602.jpgsaxli2-1623399589.jpgsaxli1-1623399576.jpg

saxli6-1623399673.jpgsaxli5-1623399661.jpgsaxli4-1623399650.jpg

(R)