Pfizer-მა COVID-19-ის სამკურნალო პრეპარატის გამოყენებაზე დასტური შესაძლოა, წლის ბოლოსთვის მოითხოვოს

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ Pfizer შესაძლოა, უკვე წლის ბოლომდე მოითხოვოს ნებართვა COVID-19-ი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებაზე. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა მმართველმა ალებრტ ბურლამ განაცხადა.

„ჩვენი მეცნიერები მუშაობენ პერორალური გამოყენების პრეპარატზე, რომელიც განკუთვნილია COVID-19-ის სამკურნალოდ. პირველადი მონაცემები დიდი იმედის მომცემია და თუ ყველაფერი კარგად წავა, ჩვენ შევძლებთ მისი გამოყენების თანხმობისთვის წლის ბოლომდე მივმართოთ მარეგულირებელს“, - განაცხადა ბურლამ.

ბურლა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად წარსდგა ჟურნალისტების წინაშე დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სენტ-ეივში, სადაც დღეს დიდი შვიდეულის სამიტი იხსენება. ამ გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2021-2022 წლებში შეიძენს Pfizer-ის 500 მლნ დოზას, რომელსაც 100-ზე მეტი ქვეყანას მიაწვდის.

კოკა კვირკველია