11 ივნისის 23:00 საათდან 12 ივნისის 05:00 საათამდე ხანდოსხევი-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

11 ივნისის 23:00 საათიდან 12 ივნისის 05:00 საათამდე ხანდოსხევი-კობის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბის გასაჭრელად სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის ტრანსპორტირების მიზნით, 2021 წლის 11 ივნისის 23:00 სთ-დან 12 ივნისის 05:00 სთ-მდე, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 56კმ-107კმ (ხანდოსხევი-კობი) მონაკვეთზე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.