კონკურსის „Visa Everywhere Initiative 2021“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებული ქართული Payze გახდა

Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულები გამოვლინდა.

CEMEA-ს რეგიონში პირველი ადგილი დაიკავა და საკონკურსო ჯილდო 15,000 აშშ დოლარი გადაეცა Payze-ს საქართველოდან. გლობალური კონკურსის ფინალი გაიმართება 14 სექტემბერს, სადაც Payze მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი შეადგენს 100,000 აშშ დოლარს, მათ შორის გამარჯვებულისთვის განკუთვნილია 50 000 აშშ დოლარი.

გიორგი წურწუმიამ და კახა გელაშვილმა, 2020 წელს, დააარსეს ინოვაციური კომპანია, Payze, რომელიც დსთ-ს ქვეყნებში ნებისმიერი ტიპის ბიზნესს უზრუნველყოფს გადახდების ონლაინ მიღების მრავალფუნქციური პლატფორმით მსოფლიო მასშტაბით. საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაცია - საქართველოს ბანკი, 2021 წლის იანვარში, კომპანია ფეიზის აქციების წილის მფლობელი გახდა. 2021 წლის აპრილში, განხორციელებული ელექტორნული ტრანზაქციების მიხედვით, კომპანიამ 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს გაუწია მომსახურება, რაც მთლიან მოგებას 35%-ით ზრდის ყოველთვიურად.

„მოხარული და ამაყები ვართ, რომ Fintech-ის სტარტაპების გლობალური კონკურსის “Visa Everywhere Initiative 2021“ პირველი ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის გამარჯვებულია ქართული კომპანია. ის ფაქტი, რომ CEMEA-ს რეგიონში, VEI-ის გლობალური კონკურსის 760-ზე მეტი მონაწილიდან მთავარ ფინალისტად ქართული სტარტაპი შეირჩა, ადასტურებს, რომ საქართველო არა მხოლოდ მსოფლიო ლიდერია უკონტაქტო გადახდების კუთხით, არამედ დიდ გავლენას ახდენს ფინანსური ტექნოლოგიების მსოფლიო რუკაზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ Visa, როგორც უნაღდო ეკონომიკის განვითარების ლიდერი საქართველოში და კავკასიის რეგიონში, ამგვარი პროგრამების აქტიური ინიციატორია და მიისწაფვის, იდეებისა და მათ რეალიზაციას შორის მჭიდრო კავშირის შექმნით ხელი შეუწყოს ფინტექ კომპანიებსა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს შორის მდგრადი კავშირების ჩამოყალიბებას. წარმატებებს ვუსურვებთ ფეიზს კონკურსის ფინალურ ეტაპზე!“ - განაცხადა დიანა კიღურაძემ, ვიზას რეგიონული მენეჯერმა კავკასიის რეგიონში.

”Visa Everywhere Initiative CAMEA-ს რეგიონულ კონკურსში გამარჯვება, ჩვენი გუნდის გაწეული შრომის დასტურია და ამ მიღწევით ძალიან ვამაყობთ. ეს იყო, ერთდროულად ძალიან შთამბეჭდავი და ამავე დროს გამოწვევებით სავსე გამოცდილება, შეჯიბრება გაგვეწია რეგიონის საუკეთესო სტარტაპებისთვის, რამაც ჩვენს სტარტაპს შემდგომი ზრდის შესაძლებლობა მისცა, რათა თავისი წვლილი შეიტანოს CIS-ის რეგიონში მოქმედი ტექნიკური კომპანიებისა თუ ინდივიდებისათვის ონლაინ გაადახდების მიღებისა და მართვის პროცესში. მადლიერებას გამოვხატავთ Visa-ს მიმართ იმ უნიკალური შესაძლებლობისთვის, რომელიც მან მისცა ყველა 760 აპლიკანტს CEMEA-ს რეგიონში და გვჯერა, რომ იმ ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს, რომელსაც Visa რეგიონს სთავაზობს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ელექტრონული გადახდების ეკოსისტემის შემდგომი განვითარებითვის“, - განაცხადა გიორგი წურწუმიამ, ფეიზის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

9 ივნისს, კონკურსის ფინალისტად გამოვლინდა და აუდიტორიის რჩეულის ნომინაციაში გაიმარჯვა სტარტაპმა Safepay, პაკისტანიდან. პრიზის სახით გამარჯვებულს 10 000 აშშ დოლარი გადაეცა.

გლობალური ინიციატივა „Visa Everywhere Initiative”, როგორც პროგრამა, ფინტექ ინოვატორებს მსოფლიო სტარტაპების ქსელთან აკავშირებს, ხოლო როგორც კონკურსი, ქმნის პლათფორმას, რომელიც ხელს უწყობს კომპანიების წარმოჩენას ექსპერტების წინაშე, წარმოადგენს პრიზების მოპოვებისა და ფართო აუდიტორიისთვის თავის გაცნობის საშუალებას.

კონკურსი განკუთვნილია სტარტაპებისთვის და ფინტექებისთვის, რომლებიც უკვე მოღვაწეობენ ბაზარზე და უფრო დიდი მასშტაბების მოსაპოვებლად ესაჭიროებათ ისეთ გლობალურ და სანდო ბრენდებთან თანამშრომლობა, როგორიც არის Visa.

საბოლოოდ, ხუთი კომპანია გავიდა CEMEA-ს რეგიონალურ ფინალში. ჟიურიმ, პირველ ადგილზე გასული Payze-სა და აუდიტორიის ფავორიტი კომპანიების Safepay-იის გარდა, კონკურსის ფინალისტებად დაასახელა სამი კომპანია: ჰაბტამუ ტადესე, დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, Arifpay, ეთიოპიიდან; ალექსანდრე გრიშინ, აღმასრულებელი დირექტორი, კორპ ბანკი, რუსეთიდან; მაიკლ ფემი სიმეონ, თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, VPD Money, ნიგერიიდან.

წლევანდელი კონკურსზე ყურადღება გამახვილდა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც მომხმარებლებსა და ბიზნესს გადახდების ინოვაციურ გზებს სთავაზობს. აღნიშნული ეხება ისეთ საბაზრო სფეროებს, როგორებიცაა: ელექტრონული სერვისის ინსტრუმენტების შემქნელები და მიმწოდებლები, მწარმოებლები; სავაჭრო და/ან მომხმარებლებისთვის დამატებითი ღირებულების დაწესება; მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა. კონკურსში, მსოფლიოს მასშტაბით 2000-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა.

გლობალურ ფინალში, რომელიც TechCrunch-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, „ფეიზი“, წყნარი ოკეანის აუზის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების გამარჯვებულ სტარტაპ კომპანიებს დაუპირისპირდება.