ინტერნეტში ნანახი რეკლამის ეფექტურობას ნეიროგამოკვლევის საშუალებით გაზომავენ

ინტერნეტ რეკლამის ეფექტურობას ნეიროგამოკვლევის დახმარებით შეაფასებენ.

მარკეტინგულმა კვლევითმა კომპანია Nielsen-მა ცოტა ხნის წინ საკუთარი ნეიროლაბორატორია გახსნა, სადაც სპეციალისტები იმის გარკვევას შეეცდებიან, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი ინტერნეტში ნანახ რეკლამაზე.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, საბაზო დონეზე ადამიანთა შესწავლისა და მათი ტვინის ტალღების რეგისტრირებით, Nielsen-ი რეალური დროის რეჟიმში ადამიანის შინაგანი მოტივაციის ანალიზს წარმოადგენს. კომპლექსური ნეიროგამოკვლევის მეთოდიკა კი მარკეტოლოგებს დაეხმარება იმის გარკვევაში, თუ ინტერნეტში რეკლამის გამშვები ბრენდების რომელი მარკეტინგული მასალები მუშაობს და რომელი - არა.

მსოფლიოს წამყვან კვლევით ცენტრებთან ერთად, სპეციალისტებმა შეიმუშავეს უკაბელო მოწყობილობა, რომელიც ტვინის ყველა საქმიანობას სწავლობს და ლაბორატორიის მიღმაც შეიძლება იქნას გამოყენებული. კვლევის მიმდინარეობისას Nielsen-ის სპეციალისტები ორ განსხვავებულ და ერთ დამატებით მეთოდიკას იყენებენ. სპეციალისტები კვლევაში მონაწილეებს უტარებენ ელექტროენცეფალოგრაფიას, სენსორები კი თვალების მოძრაობას აკვირდებიან. ამ ორი ტექნოლოგიის კომბინირება სპეციალისტებს ექვსი ნეირომეტრული პარამეტრის გაზომვის საშუალებას აძლევს, მათ შორის ყურადღების, ემოციური ჩართულობისა და მოქმედების. მიღებული მონაცემების მეშვეობით კი Nielsen-ის მკვლევარები არკვევენ, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი ნანახ რეკლამას. Nielsen-ი ასევე საშუალებას აძლევს რეკლამის დამკვეთს, ამ კვლევის მეშვეობით გატესტოს, რამდენად პოპულარული იქნება მის მიერ ინტერნეტში განთავსებული სარეკლამო ბანერი, ვიდეორგოლი თუ ვიდეორეკლამა.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მსგავსი გამოკვლევის შედეგად სარეკლამო ვიდეორგოლის განხილვისას რეკლამის დამკვეთს შეუძლია იმ კადრების განსზღვრა, რომელიც მომხმარებელში არანაირი ემოციასა და რეაქციას არ იწვევს და შესაბამისად, არასაჭირო კადრების ვიდეორგოლიდან ამოღება.

რამდენიმე თვის წინ, ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს ინტერნეტ რეკლამა ადამიანის ტვინზე. ფრანგი ფსიქოლოგების მტკიცებით, ინტერნეტში ნანახი რეკლამა ადამიანის ტვინში სამი თვის განმავლობაში რჩება.