ფული არის საწვავი, რომელიც მართავს თქვენს ბიზნესს - 6 რჩევა, რომელსაც ყველა მეწარმე და მცირე ბიზნესის მფლობელი უნდა დაეუფლოს

მცირე თუ დიდი ბიზესის წარმოება სპეციალურ ჩვევებსა და განათლებას საჭიროებს.

იმისათვის, რომ თქვენი საქმე წარმატებული იყოს და მხოლოდ განვითარებისთვის მუშაობდეთ, საჭიროა რამდენიმე ძირითადი უნარი.

FORBES - ის მიხედვით, ქვემოთ მოცემული ფინანსური რჩევები ფასდაუდებელია ბიზნესის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

რეალური შემოსავალი: ადამიანების უმეტესობა რეალურ მოგებას არ ითვლის. ყველაზე ეფექტური არის სალაროებში მიღებული ფული. ვაჭრობის სფერო ხშირად ქმნის ილუზიებს, რომ ყიდვა -გაყიდვის პროცესში, დიდი შემოსავალია. თუმცა, მთავარია ყოველი დღის ბოლოს დაითვალოთ რეალური მოგება და აღრიცხოთ შესაბამისად.

საერთო მოგება: მცირე ბიზნესის ბევრი მფლობელი არ არის ზუსტად დარწმუნებული, რა არის მათი პროდუქციისა და მომსახურების მთლიანი ბიუჯეტი. მთლიანი მარჟა არის კომპანიის გაყიდული საქონლის თვითღირებულება. ეს არის მოგება, რომელსაც კომპანია ინარჩუნებს საქონლის წარმოებასთან და გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებული პირდაპირი ხარჯების გაწევის შემდეგ.

რეალური მოგება: ეს არ არის თანხა, რომელიც, თქვენი აზრით გამოიმუშავეთ - ეს არის რეალური ვალუტა, რომელიც დაგრჩათ ყველა ხარჯისა და გადასახადის გადახდის შემდეგ. მნიშვნელოვანია, რომ პირადი და კომპანიის ხარჯები ერთმანეთში არ აურიოთ.

ფულის მოძრაობა: თქვენ შეგიძლიათ ერთ კონკრეტულ სფეროში თვეში 1 მილიონი დოლარი გაიღოთ, მაგრამ გაკოტრდეთ. თუ პროდუქტის რეალიზებისთვის ხარჯები წინასწარ გადაიხადეთ, შედეგს 60-90 დღე ან მეტი ხანი უნდა დაელოდოთ. ფული არის საწვავი, რომელიც მართავს თქვენს ბიზნესს; შეეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ თქვენი ფულადი სახსრები.

გადასახადები: საუკეთესო რჩევა მეწარმეებისა და მცირე ბიზნესის მფლობელებისთვის არის ფულის ხარჯვის კონტროლი. მოერიდეთ არაკვალიფიციურ იჯარას, მოერიდეთ უსარგებლო აღჭურვილობის შეძენას. თქვენი რესურსები გადაიტანეთ ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებაზე. ეს საქმის 50%-ს გაგიმარტივებთ.

თანამშრომლების დაქირავება: თუ შესაძლებელია, თანამშრომლებს ანაზღაურება საათობრივად დაუანგარიშეთ და შეაფასეთ მათი გავლენა შემოსავალზე. ამით შეგიძლიათ უბრალოდ გაარკვიოთ, თუ რამდენი შემოსავლის მიღება შეგიძლიათ თითო თანამშრომელზე.