ფინანასთა სამინისტრო 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადებას გეგმავს

ფინანასთა სამინისტრო 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებების მომზადებას გეგმავს.საბიუჯეტო ცვლილებებზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„მაისის ეკონომიკური ზრდის შედეგების გაანალიზების შემდგომ, ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში - უკვე განახლებული პროგნოზების შესაბამისად. ცვლილებების მთავარი მიზანი იქნება მნიშვენლოვანი ნაბიჯების გადადგმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით, ამავე დროს ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება“, - განაცხადა ლაშა ხუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტი ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენს.