„საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ დავით ნაღებაშვილმა თანამდებობა დატოვა

„საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილემ დავით ნაღებაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. „ხელმძღვანელი, რომელმაც უწყება განავითარა და მცირე დროში, ორგანიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ცნობადი გახადა ,,დააჯილდოვეს” თანამდებობიდან გათავისუფლებით. საჯარო მოხელესთან ასეთი მოპყრობა ჩემთვის მიუღებელია, რის გამოც ვტოვებ „საქპატენტის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას. მინდა წარმატება ვუსურვო „საქპატენტის“ გუნდს. მათთან მუშაობა ჩემთვის იყო დიდი პატივი“, - წერს ნაღებაშვილი.

ცნობისთვის, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ, მინდია დავითაძემ განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა.