ბანერული რეკლამა 20 წლისაა

ბანერულ რეკლამას ცოტა ხნის წინ არსებობიდან 20 წელი შეუსრულდა.

1994 წლის ოქტომბერში ინტერნეტში ერთ-ერთ საიტზე ბანერის სახით პირველი სარეკლამო განცხადება გამოჩნდა და სწორედ მაშინ დაიბადა ინტერნეტ-რეკლამის ახალი მიმართულება.

ინტერნეტ-რეკლამის ისტორიაში პირველი ბანერი Hotwired-ზე გავრცელდა, რომელიც დღეს ცნობილია, როგორც wired.com. ეს იყო 468X60 პიქსელის ზომის უბრალო ფოტო, რომელიც კომპანია AT&T-მა განათავსა.

პირველ ეტაპზე ბენერული რეკლამა მხოლოდ იმისთვის გამოიყენებოდა, რომ ერთი საიტის გვერდზე მეორე საიტის რეკლამირება მოეხდინათ. თუმცა, მალე ცხადი გახდა, რომ ვებ-გვერდზე გრაფიკული რეკლამის განთავსებით შესაძლებელი იყო მწარმოებელთა პროდუქციისა და მომსახურების რეკლამირება და ამით მოგების ნახვა. ძალიან მალე ბანერული რეკლამები თითქმის ყველა საიტზე სოკოებივით გამრავლდა. ინტერნეტის განვითრებასთან ერთად, გაჩნდა ბანერული რეკლამის ახალი სახეობებიც, მაგალითად ვიდეო ბანერები, ასევე სარეკლამო განცხადებები, რომელიც ცალკე ფანჯარაში იხსნება.

ზოგიერთი სკეპტიკოსი ბანერულ რეკლამას ინტერნეტ სივრციდან გაქრობას ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ბანერული ინტერნეტ-რეკლამის პოპულარობას სხვა უფრო ეფექტური სახეობების გაჩენასთან ერთად უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, 20 წლის შემდეგ დადასტურდა, რომ ბანერული რეკლამა ინტერნეტიდან არ გაქრება. სხვადასხვა კვლევების თანახმად, ინტერნეტ რეკლამის სხვა სახეობებთან შედარებით, ბანერული რეკლამის ნახვის შემდეგ მომხმარებელს დიდი ხნის განმავლობაში ამახსოვრებდა გარკვეული ასოციაციები, რომელიც ამა თუ პროდუქციის შეძენისას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან.