დალუქული ჰაერი, სათვალე ძაღლისთვის და ბალახიანი სანდლები - ყველაზე უჩვეულო ნივთები, რისი ყიდვაც შესაძლებელია

“დიდ ფულს ნამდვილი გიჟები გამოიმუშავებენ“ - ეს გამოთქმა ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით არავის მიუღია. არადა, მსოფლიოში არსებობს ისეთი გასაყიდი ნივთები, რომ მათ შემქმნელებს ნამდვილ რისკიან გიჟებად მოიხსენიებენ.

გთავაზობთ ყველაზე უჩვეულო გასაყიდ შეთავაზებებს:

hyu4ewuwsuw-1623417522.jpg

თოვლის კაცი ახალი ინგლისიდან

2015 წელს ბოსტონში რეკორდული ოდენობის თოვლი მოვიდა. მაშინ ცოლ-ქმარმა კაილმა და ჯეს უორინგმა ხუმრობით შექმნეს ბიზნესი - პატარა თოვლის კაცუნებს ამზადებდენ და ყუთში შეფუთულს ჰყიდდნენ. მართალია, ეს ბიზნესი, ხუმრობით დაიწყო, მაგრამ რატომღაც თოვლის “ბაბუა“ მოთხოვნადი გახდა და წყვილმა ათასობით დოლარის მოგება მიიღო.

ფოთლები ინგლისიდან

თოვლის “ბაბუის“ წარმატებული ბიზნესის შემდეგ წყვილმა ახალი - ფოთლების წამოწყება დაიწყო. ისინი მსურველებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელით არჩეული, ახალი ინგლისის დაკონსერვებული ფოთლებს სთავაზობენ. დღეისათვის წყვილმა 1 800-ზე მეტი ფოთოლი გაყიდა.

ujhrji5iedje-1623417556.jpg

Vitality Air - Rocky Mountain-ის დალუქული ჰაერი

კანადური კომპანია Vitality Air 32 დოლარად მთის დალუქულ ჰაერს ყიდის. კონსერვები განსაკუთრებით კარგად იყიდება ჩინეთში. ისეთი დაბიძურებული ქალაქებისთვის, როგორიც არის პეკინი და შანხაი, კომპანია მიწოდების გაზრდას გეგმავს. ჰაერი პოპულარულია სპორტსმენებში და ორსულებში.

კიდევ ერთი სასაცილო ბიზნესი დამჭკარი და დამპალი ყვავილების თაიგულების გაყიდვაა

დამჭკნარი ყვავილების ჩუქება ადრესატისთვის შურისძიების შესანიშნავი ფორმაა. მათი ფასი 30 დოლარიდან იწყება.

tgjurfki6rr-1623417595.jpg

ავეჯი ავიაციის ჯართისგან

Fallen Furniture არის ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია, რომელიც თვითმფრინავების ჯართს ლამაზ ავეჯად აქცევს. მისი გამოჩენილი მოდელები Boeing 737 ძრავისგან დამზადებულ სავარძლებია. მათი ავეჯი საკმაოდ დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

fjuhrt5ik5r4i-1623417627.jpg

კარტოფილის ამანათი - პერსონალური შეტყობინებები კარტოფილზე

კარტოფილის ამანათი ჩრდილოეთ ტეხასელ ალექს კრეიგის იდეაა, რომელმაც კომპანია ნახევრად ხუმრობით დაიწყო. ფირმას შეუძლია 14,99 დოლარად კარტოფილზე თქვენი მესიჯები დაწეროს და ადრესატს გაუგზავნოს.

tgfjirik4i4-1623417657.jpg

Doggles - სათვალე ძაღლებისთვის

ძაღლების სათვალე 1997 წელს რონი დი ლულომ მისი ძაღლისთვის გამოიგონა.იდეამ საყოველთაო მოწოება დაიმსახურა. კომპანია წელიწადში 3 მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.

tyju65ikr54ik4-1623417684.jpg

Namsan Dog Umbrella - ქოლგა ძაღლებისთვის

Namsan ძაღლის ქოლგა მიმაგრებულია ძაღლის საყელურზე. წვიმის დროს მისი გასეირნება პრობლემას აღარ წარმოადგენს და ამავდროულად თქვენი საყვარელი ცხოველი მშრალი რჩება. Namsam ასევე ყიდის სხვა ცხოველების აქსესუარებს, მათ შორის ძაღლის საფენებს და კიბეებს შინაური ცხოველებისთვის.

tgjur4ruii4-1623417715.jpg

KUSA ფლიპ ფლოპები (შლოპანცები) ბალახით

ვის არ უყვარს ბალახის შეგრძნება ფხეზე? KUSA- მ შექმნა სანდლები სინთეზური ბალახის ძირებით. ისინი 19,95 დოლარად იყიდება.

htfruj854ri4-1623417745.jpg

Pet Rock - ქვა, როგორც შინაური ცხოველი

დიახ, არ გეჩვენებათ. 1975 წელს გარი დალმა გამოიგონა თივის ყუთში ჩადებული ქვა, რომელსაც სუთქვისთვის ორი პატარა ხვრელი აქვს.

დალს ეს იდეა მას შედმეგე გაუჩნდა, როდესაც მის მეგობრები ჩიოდნენ, რომ შინაური ცხოველები სჭირდებოდათ. 70-იანი წლების შუა პერიოდში დალმა ამით 15 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. თითოეული Pet Rocks– ის ფასი მხოლოდ 3.95 დოლარი იყო.

(წყარო - lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი