ამირან გამყრელიძე - პირბადეს ვერ მოვიხსნით, ვიდრე მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება

პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება,- ამის შესახებ დაავადებათა­ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმზღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ დროისთვის ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნა არ იგეგმება. მისი თქმით, 2 კვირის განმავლობაში ეპიდვითარებაზე დაკვირვება მიმდინარეობს და შემდგომი გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული.

„ამ ეტაპზე ჯერ არ მოიხსნება კომენდანტი, მიმდინარეობს მსჯელობა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით შემსუბუქდეს ან არ შემსუბუქდეს. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება.

ოფიციალურად დაღუპულია 3,7 მილიონი ადამიანი, შეფასებითი მაჩვენებლით ეს არის, დაახლოებით, 7 მილიონი, საქართველოში პანდემიამ იმსხვერპლა 5 000 ადამიანი, ამიტომ მესმის, რომ ბევრი რამე უხერხულია, მაგრამ პანდემიები ხდება საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ,“- განაცხადა გამყრელიძემ.