1 თვეში ლარი 25 თეთრით გამყარდა, საწვავი კი 3-11 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი საქართველოში

ბოლო 1 თვიან პერიოდში საქართველოში სხვადასხვა ტიპის საწვავი ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 3-11 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული. ამის შესახებ კომპანიების ვებ-გვერდზე მითითებული მონაცემების შედარებიდან ირკვევა. საუბარია 11 მაისი-11 ივნისის პერიოდზე.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ 1 თვიან პერიოდში ლარი 25 თეთრით არის გამყარებული. ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, საწვავი ფასი 3.1 ლარსაც კი გადაცდა. კერძოდ:

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 2.98 ლარია; „რეგულარი“ – 2.89; სუპერი – 3.05; ევრო-დიზელი კი 2.88 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.78 ლარია.

„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელენერჯის“ ფასი – 2.83 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 2.93 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.99 და 2.92 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.09 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.03 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.93 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.87; ხოლო „სუპერის“ ფასი 3.07 ლარია. რაც შეეხება ევროდიზელსა და G-Force ევრო დიზელს, მათი ფასი 2.87და 2.93 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.98 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.85 ლარი ღირს; „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.92 ლარი ღირს, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავი – 3.05 ლარი; სუპერი ecto 100-ს კი – 3.15 ლარია.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „efix ევროდიზელის“ ფასი – 2.94 ლარია; 1 ლიტრი „ევროდიზელი” 2.84 ლარი ღირს; რაც შეეხება სხვა ტიპის საწვავს, „ევრო პრემიუმი“ – 2.99 ლარი; „ევრორეგულარის“ ტიპის საწვავი 2.89 ლარია; ხოლო „სუპერის“ ტიპის საწვავი 3.09 ლარი ღირს.

თაია არდოტელი