წამყვანი იაპონური საავტომობილო კომპანია ToyotaMotor აპირებს საკუთარი ქარხნები მთელი მსოფლიო მასშტაბით, სრულად გადააიარაღოს, რათა ატმოსფეროში ემისიების ნულოვან დონეს უკვე 2035 წლისთვის მიაღწიოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
„ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი ქარხნები გახდნენ მწვანე. ნულოვანი ემისია გვაძლევს შესაძლებლობას, საფუძვლიანად გადავაფასოთ წარმოების პროცესი.Toyota გადაწყვეტს სხვადასხვა დავალებებს იმისათვის, რომ 2035 წლისთვის გახდეს სრულად კარბონ-ნეიტრალური მის ყველა საწარმოში,“-წერია განცხადებაში, რომელშიც კომპანია მოუწოდებს მომწოდებლებს, სასათბურე აირების გაფრქვევა საწარმოებში, მიმდინარე წელს 2020 წელთან შედარებით, 3%-ით შეამცირონ.
მანამდე გაცხადებული გეგმის თანახმად, Toyota 2025 წლისთვის გეგმავს 15 ელექტრომობილის წარმოებას და ახალი წყალბადის ძრავის შექმნას. არსებული ინდუსტრიული პროგნოზით, 2030 წლისთვის მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების 80% მოვა ელექტრომობილებზე.