საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ბოლო 24 საათში 40 667  ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 40 667 კვლევა ტესტით, მათ შორის 24 242 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 425 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 794 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 353 443-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.95 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.32%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 338 318-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 22 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 034 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 794 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 452 შემთხვევა, აჭარა - 56, იმერეთი - 82, ქვემო ქართლი - 43, შიდა ქართლი - 47, გურია - 2, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 42, მცხეთა-მთიანეთი - 13, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 065 საიდანაც: 3 147 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 774, აჭარაში - 282, იმერეთში - 399. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 681 პირი, მათ შორის, თბილისში - 303, აჭარაში - 76, იმერეთში -147. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 190 პირი, მათგან თბილისში - 118, აჭარაში - 14, იმერეთში - 13. 610 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 343 - თბილისში, 236- აჭარაში. 6 308 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 47 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 47, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 11 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 843 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 749 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 768, პირი, აჭარაში - 1 685, იმერეთში - 1 054.