iBonds ობლიგაციებმა ჰონგ-კონგის ბირჟაზე რეკორდული 7 მლრდ დოლარი მოიზიდა

რეკორდულად მაღალი 7 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო ობლიგაციების უკანასკნელმა პარტიამ iBonds-მა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე. აღნიშნული ობლიგაციები მოსახლეობის ინფლაციური რისკებისგან დასაცავად გამოსცეს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.

გაზეთის ცნობით, აღნიშნულმა ობლიგაციებმა არა მხოლოდ რეკორდული ოდენობის თანხა, არამედ რეკორდული ოდენობის ინვესტორებიც მოიზიდა. ჰონგ-კონგის ფულადი მიმოქცევის სამმართველოს ცნობით, ობლიგაციების გამოცემამ 717 ათასი ინვესტორი მოიზიდა.

თავიდან ნავარაუდევი იყო 15 მილიარდი ჰონკონგური დოლარის ღირებულების ამ ტიპის ფასიანი ქაღალდის გამოცემა, თუმცა, მაღალი მოთხოვნის ფონზე გადაწყდა მისი 20 მილიარდამდე გაზრდა (2,6 აშშ დოლარი). ობლიგაციები სამწლიანი ვადიანობისაა, მის პროცენტებს მფლობელებს ყოველ 6 თვეში გადაუხდიან, რომლის ოდენობა განისაზღვრება ინფლაციის კურსით და ამავდროულად იქნება გარანტირებულად არანაკლებ 2%-სა.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს ფინანსური პროდუქტი დაეხმარება მოსახლეობას დაიცვან თავი ფასების ზრდისგან და ამავდროულად უზრუნველყოფს მათ უსაფრთხო დაბანდებას ამ არასტაბილურ პირობებში, გაზრდილი რისკებისა და ბაზრების მოწყვლადობის ფონზე. ობლიგაციების გამოცემა 23 ივნისსაა დაგეგმილი.

კოკა კვირკველია