ამერიკის უდიდეს წყალსაცავში, “ჰუვერის კაშხალში“ წყლის დეფიციტია - რა პრობლემების წინაშე დგას ამერიკა დღეს

ამერიკის უდიდეს წყალსაცავში, ჰუვერის კაშხალში წყლის დეფიციტია. წყალსაცავი ამჟამად მხოლოდ 37% -ითაა სავსე და 1930-იანი წლების დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეს უახლოვდება.

ბოლო წლებში კლიმატის ცვლილებამ დასავლეთ სანაპიროზე გვალვა გამოიწვია, რაც 2000 წლიდან პირდაპირ გავლენას ახდენს წყალსაცავზე. წყლის ზედმეტმა გამოყენებამ გავლენა იქონია ტბის წყლის დონეზეც. შედეგად, შესაძლოა, ქვეყანაში 2021 წლის ბოლოს წყლის დეფიციტი შეიქმნას, რაც გავლენას მოახდენს ნათესებსა და ურბანულ წყალმომარაგებაზე.

ექსპერტების აზრით, თუ ტბა მიდზე წყლის დეფიციტი შეიქმება, საგაგებო მდგომარეობა გამოცხადდება მეზობელ არიზონაში, ნევადასა და ახალ მექსიკაში. კაშხალზე ბევრი შტატია დამოკიდებული.

პანდემიის, მიწოდების შეფერხების და სხვა ფაქტორების გამო ამერიკა უკვე განიცდის საკვების, სამომხმარებლო საქონლის და მუშა-ხელის დეფიციტსაც.

(წყარო lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი