„მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი“ - რას აცხადებს თურქეთის ელჩი ნამახვანჰესის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე

მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი - ასე გამოეხმაურა ნამახვანჰესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, ფატმა­ ჯერენ იაზგანი, როგორც მან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ვიღაცას არ უნდა, რომ საქართველოში ელექტროსადგურები აშენდეს.

„მე არ ვარ თურქული ფირმების ადვოკატი, თუმცა ერთი რამ ცხადია - ხელშეკრულების ხელმოწერიდან დაიწყო პროტესტი და 5-7 ადამიანი აპროტესტებდა მშენებლობას. არჩევნების პერიოდში (მაშინ ნახსენები ვიდეო არც არსებობდა), როდესაც ფირმამ სამუშაოები წამოიწყო, დასაქმებული იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათზე დაიწყო ზეწოლა, რომ ქართველებს არ უნდა ემუშავათ თურქებთან. ინტერესი რომ გაეზარდათ, დაიწყეს რელიგიური სიმბოლოების გამოყენება. შემდეგ მოხდა ის, რაც ვიდეოში ვნახეთ - ერთ-ერთი ჯგუფი აჩერებს ფირმის დირექტორის მანქანას, შეურაცხყოფას აყენებენ მას და არ აძლევენ გზის გაგრძელების საშუალებას. ამ დროს ის გადმოდის მანქანიდან და მათ უპირისპირდება.

პროტესტი თავიდან ეკოლოგიური საფრთხის გამო გაჩნდა, თუმცა გარემოზე ზემოქმედების შესახებ არსებობს საერთაშორისო კომპანიის დასკვნა. შემდგომ დაიწყეს ლაპარაკი კონტრაქტის იმ მუხლზე­, რომელშიც მიწების გადაცემაზეა ლაპარაკი, მერე კი წილების განაწილების საკითხი წამოსწიეს. ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა არგუმენტები მუდმივად ცვალებადია. ურანის შემდეგ იყო ლაპარაკი ოქროს საბადოებზე, ამას მოჰყვა მცდარი განცხადება, თითქოს კომპანია 20 000 თურქის ჩამოყვანას და სოფლების აშენებას აპირებდა... ჩვენ ვხვდებით, რომ ვიღაცას არ უნდა საქართველოში ელექტროსადგურები აშენდეს...“, - განაცხადა ფატმა­ ჯერენ იაზგანიმ. იხილეთ სრულად