იაპონიის ანტიმონოპოლიური სამსახური Apple-სა და Google-ს შეამოწმებს

იაპონიის ხელისუფლება კომპანია Apple-ისა და Google-ის საქმიანობას შეამოწმებს, რომლებსაც ანტიმონოპოლიური კანონმდებლობისა და სამართლიანი კონკურენციის დარღვევაში სდებს ბრალს. ინფორმაციას გაზეთი Nikkei ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარე თვეში დაიწყება, რომელიც სმარტფონებისა და პროგრამული განახლების იაპონურ კომპანიებთან Apple-ისა და Google-ის ურთიერთობას შეეხება. მარეგულირებლები ვარაუდობენ, რომ ამერიკული გიგანტები ბოროტად სარგებლობენ საკუთარი უპირატესობით და კონკურენციას ხელს უშლიან, ასევე, კონკურენტებს მათი აპლიკაციებისა და საძიებო სისტემების სტანდარტული სახით გამოყენებას აიძულებენ.

იაპონიის ბაზარზე Apple iOS-ისა და Google Android-ის წილი 90%-ია. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში იაპონიის ხელისუფლება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის გამკაცრებას აპირებს.

აპრილში ევროკომისიამ ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაში Apple-ს ბრალი წაუყენა, რის გამოც ამერიკულ კომპანიას წლიური შემოსავლის 10%-ით დაჯარიმება ემუქრება.

კოკა კვირკველია