ამერიკული კორპორაცია Tesla საკუთარი ნაწარმის ბიტკოინებზე გაყიდვას მას შემდეგ განაახლებს, რაც ამ კრიპტოვალუტას ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროთი მოიპოვებენ. ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ის მიკრობლოგში დაწერა.
მასკის თქმით, კრიპტოვალუტის გენერაციისთვის ეკოლოგიურად სუფთა წყაროებიდან ენერგიის, მინიმუმ, 50%-ს მაინც უნდა იღებდნენ.
მასკი წერს, რომ კომპანიამ ბიტკოინის აქტივების 10% გაყიდა, რათა დაედასტურებინა, თუ რამდენად ადვილია მისი გაყიდვა ბაზარზე რყევების გარეშე.
წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ Tesla-მ 1,5 მილიარდი დოლარის ბიტკოინი შეიძინა და ამ ვალუტის ფულადი ანაზღაურების სახით მიღებას იწყებდა. თუმცა მაისში კომპანიამ ბიტკოინის არაეკოლოგიური გზით მოპოვების მიზეზით ამ კრიპტოვალუტის ტრანზაქცია შეწყვიტა.