Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.2125 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.2125 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1950 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 11 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1701 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8523 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.