რატომ არ მიეწოდება ელექტროენერგია საქართველოს დიდ ნაწილს - სსე

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ".

,,ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა

დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო".

თამარ მუკბანიანი