თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო, მეტროში ესკალატორები შეფერხებით მუშაობენ

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში ესკალატორები შეფერხებით მუშაობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, ელექტროენერგიის გამორთვას მატარებლების მოძრაობაზე არ უმოქმედია.

„მეტროს ელექტრომომარაგება არ შეწყვეტია. ძაბვის ვარდნა იყო. გარკვეული მოწყობილობები გამოირთო, მათ შორის ესკალატორები. მატარებლების მოძრაობაზე ამას არ უმოქმედია“, - განაცხადეს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.