სახელმწიფო საწარმოები ისევ ვერ გაიყიდა - მორიგი აუქციონის შედეგი

8 სახელმწიფო საწარმოდან, რომელსაც მთავრობა აუქციონზე ყიდდა, არცერთი არ გაიყიდა.

აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა. მთავრობამ სახელმწიფო საწარმოები აუქციონზე პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში შესთავაზა.

მორიგ აუქციონზე, რომელიც დღეს დასრულდა, გამოტანილ სახელმწიფო ქონებებს შორის იყო:

  • ზუგდიდის ფარმაცია - 100%-იანი წილი, 306 000 ლარი; (არ შედგა)
  • ხაშურის მინის ტარა (633 211 აქცია, 23.0935%) - 747 200 ლარი (არ შედგა)
  • დეზინფექციის, დეზინსექციის, დერატიზაციისა და სტერილიზაციის სპეციალიზირებული ეპიდზედამხედველობის ცენტრი (100%-იანი წილი) - 246 000 ლარი (არ შედგა)
  • ცეკავშირის ზუგდიდის სასურსათო კომბინატი (51%-იანი წილი,27 246 აქცია) – 1 014 000 ლარი (არ შედგა)
  • ბათუმში საზღვაო ტექსერვისი (100%-იანი წილი) - 2 263 800 მლნ ლარი (არ შედგა)
  • შპს ,,დემეტრე 96“-ის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი - 3 921 000 ლარი (არ შედგა)
  • თერმული წყლები (100%-იანი წილი) -1 511 000 ლარი (არ შედგა)
  • უნიონი (100%-იანი წილი) - 399 000 ლარი (არ შედგა)

შეგახსნებთ, რომ სახელმწიფო საწარმოების პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობის გეგმის შესახებ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი.

ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო საწარმოებიდან მხოლოდ 2 ქონება გასხვისდა:

  • შპს „ჭიათურის ავტოსადგურის“ 49%-იან წილზე, რომლის საწყისი ფასი 19 000 ლარი იყო, აუქციონზე კი 21 000 ლარად გაიყიდა
  • თბილისის N1 სტომატოლოგიური პოლიკლინიკის 100%-იან წილზე, რომლის საწყისი ფასი 266 000 ლარი იყო, აუქციონზე კი 268 000 ლარად გაიყიდა