მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 177 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 177 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.8 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განიკურნა 161 მილიონზე მეტი ადამიანი. ამჟამად კი მსოფლიოში ინფიცირების 11.9 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 34.3 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 29.5 მილიონი შემთხვევით, მესამეზე - ბრაზილიაა 17.4 მილიონი დაინფიცირებულით, მეოთხეზე - საფრანგეთი, სადაც, პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 5.7 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული, მეხუთეზე კი - თურქეთია 5.3 მილიონზე მეტი ინფიცირებულით.