ინგლისში შეზღუდვების მოხსნა 19 ივლისამდე გადაიდო

ინგლისში „ლოქდაუნის“ ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის ბოლო ეტაპი თითქმის 1 თვით, 19 ივლისამდე გადაიდო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მთავრობამ გადაწყვეტილება კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობის ზრდის ფონზე მიიღო, რაც კორონავირუსის „დელტა“, ე.წ. „ინდური ვარიანტით“, არის განპირობებული.

“ვფიქრობ, გონივრულია, რომ კიდევ ცოტა ხანს დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ოთხ კვირაზე მეტი დრო აღარ დაგვჭირდება,“- განაცხადა გაერთანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

მეცნიერები მთავრობას აფრთხილებდნენ, რომ თუკი შეზღუდვების მოხსნის მეოთხე ეტაპი 21 ივნისს დაიწყებოდა, როგორც ეს დაგეგმილი იყო, შესაძლოა, იმ კოვიდინფიცირებულების რაოდენობა, რომლებიც საავადმყოფოში მკურნალობას საჭიროებენ, მნიშვნელოვნად გაზრდილიყო.