ნორვეგიაში ძვირიანი ელექტრომობილების მფლობელებისთვის შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები გაუქმდეს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ნორვეგიის ხელისუფლებამ მდიდრული ელექტრომობილები უნდა დაბეგროს. ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში, Porsche-ს, Jaguar-ის, Mercedes-Benz-ის, Audi-სა და Tesla-ს მფლობელებისგან გადასახადებს ამოიღებენ. ეკონომისტების აზრით, ეს ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან „მწვანე ავტომობილების“ სტიმულირების გეგმას ნაწილობრივ დაჩრდილავს.

ამ დროისთვის ელექტრომობილების ნორვეგიელი მფლობელები თავისუფლდებიან ყველა იმ გადასახადისგან, რომელსაც ჩვეულებრივი ავტომობილების მფლობელები იხდიან. ეს ახალი ელემენტებიანი ავტომობილების გაყიდვებზე გავლენას ახდენს. გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით გაყიდული ახალი ავტომობილებიდან 54% ელექტრომობილი იყო, რაც მსოფლიო რეკორდია. თუმცა მწვანე ინიციატივების მხარდაჭერა ძვირი ჯდება და გასულ წელს ბიუჯეტმა, გადასახადების სახით, დამატებით 19,2 მლრდ ნორვეგიული კრონის (2,3 მლრდ აშშ დოლარის) შემოსავალი დაკარგა.

მსოფლიო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, ბიუჯეტზე წნეხი შემცირდება, თუკი მდიდრული ელემენტებიანი ავტომობილები 600 ათასი კრონით ან მეტი ოდენობით დაიბეგრება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს ბენზინის და დიზელისძრავიანი ავტომობილების უტილიზაციის სუბსიდირება მათი ელექტრომობილებზე გადაცვლის შემთხვევაში და უნდა გაიზარდოს მოსაკრებელი მავნე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილებისგან. სავალუტო ფონდში მიიჩნევენ, რომ ყველა ეს ზომა რაღაც დონეზე შეამცირებს შეღავათებს მაღალი შემოსავლების მქონე ნორვეგიელებისთვის, რადგან დღეს საგადასახადო შეღავათებით სწორედ ეს ფენა სარგებლობს, რაც არაკანონზომიერია.

კოკა კვირკველია