საარსებო მინიმუმი გაიზარდა

2021 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 2,8 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 205.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 202.8 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, მაისში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 16 ლარით არის გაზრდილი. შარშან მაისში საარსებო მინიმუმი 189.6 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, მაისში აპრილთან შედარებით, 2,5 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 179.6 ლარის ნაცვლად 182.1 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან მაისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 167.9 ლარს შეადგენდა.

თაია არდოტელი