Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1925 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1925 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.2037 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 14 ივნისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.2040 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8829 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.