ზარალიდან 8,791-მილიონიან მოგებამდე - როგორია სესხის გამცემი სუბიექტების ფინანსური მდგომარეობა

2021 წლის პირველი კვარტალი სესხის გამცემმა სუბიექტებმა 8 791 796 ლარის წმინდა მოგებით დახურეს, მაშინ, როდესაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3 774 486 ლარის ზარალი ნახეს.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული, კონსოლიდირებულ მონაცემების მიხედვით, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 261,6 მლნ ლარით მეტი სესხი გასცეს. კერძოდ, სესხის გამცემი სუბიქტების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა 697 567 640 ლარის სესხი გასცეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 435 916 655 ლარის.

ამასთან, 2021 წლის პირველ კვარტალში სესხის გამცემი სუბიექტების საპროცენტო შემოსავალმა 28 723 151 ლარი შეადგინა. მთლიანი აქტივები შეადგენდა - 459 859 092 ლარს, ვალდებულებები - 358 907 315 ლარს, მთლიანი კაპიტალი კი 100 951 776 ლარს.

ცნობისთვის, სესხის გამცემ სუბიექტებს დარეგისტრირების ვალდებულება 2019 წლის 1-ლი იანვრიდან აქვთ. ერონული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, რეგისტირებული იყო 191 სუბიექტი, 2019 წლის იანვარში კი, როდესაც მათ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ, მხოლოდ 11 სუბიექტი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური