YouTube-ის მთავარ გვერდზე ალკოჰოლის, აზარტული თამაშებისა და პოლიტიკის რეკლამირება აიკრძალა

YouTube-ის მთავარი გვერდის ზედა ბანერზე ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, პოლიტიკისა და მედიკამენტების რეკლამირება აიკრძალა. ინფორმაციას The Verge ავრცელებს. აკრძალვა მხოლოდ YouTube-ის მთავარ გევრდსა და მობილურ აპლიკაციას შეეხება.

YouTube-ის მფლობელ კომპანია Google-ში აცხადებენ, რომ ამ ტიპის აკრძალვა ხელს შეუწყობს მომხმარებლების მხრიდან გვერდის აღქმას და სერვისი სხვადასხვა სოციალური და ასაკობრივი კატეგორიისთვის უფრო მისაღები გახდება. მაგალითად, ალკოჰოლის რეკლამის აკრძალვის შემდეგ სერვისი არასრულწლოვნებისთვის უფრო მისაღები იქნება.

გარდა ამისა, ვებ-გვერდის თავში პოლიტიკური რეკლამის აკრძალვით სერვისი თავიდან აირიდებს მრავალრიცხოვან ადმინისტრაციულ გარჩევებს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

კოკა კვირკველია