თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოიაზრება, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოებისგან ვაქცინის გარკვეულ დოზას მიიღებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოიაზრება, რომელიც „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოებისგან ვაქცინის გარკვეულ დოზას მიიღებს.

როგორც თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, ამ ეტაპზე უცნობია რომელ ვაქცინას, ან რამდენ დოზას მიიღებს საქართველო.

"საქართველო აქ მოიაზრება. ერთი მხრივ, დამოუკიდებლად, პირდაპირი კომუნიკაციის ნაწილში, ასევე როგორც "კოვაქს" პლატფორმის ერთ-ერთი მოსარგებლე. ჯერჯერობით დეტალები, რომელ ვაქცინას მივიღებთ და რა რაოდენობით, არ გვაქვს", - აღნიშნავს გაბუნია.

ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოები დანარჩენ ქვეყნებს ვაქცინების 1 მილიარდ დოზას გაუნაწილებენ.